ამონარიდები

რეიმონ რადიგე
მაცდური სხეულში


ის, ვისაც უყვარს, ყოველთვის აღიზიანებს იმას, ვისაც არ უყვარს.


სიკვდილზე მშვიდად ფიქრი მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა მარტო საკუთარ სიკვდილზე ფიქრობ. ორი ადამიანის სიკვდილი უკვე აღარაა სიკვდილი. ყველაზე უნდობელ ადამიანებსაც გულს ის კი არ გვწყვეტს, რომ სიცოცხლეს ვტოვებთ, არამედ იმასთან განშორება გვიმძიმს, რაც აზრს აძლევს ჩვენს ცხოვრებას.


სიყვარული, რაც ორი ადამიანის ეგოიზმია, ყველაფერს საკუთარ თავს სწირავს და სიყალბით ცხოვრობს.


იმ წუთებში, როცა შეუძლებელია ტყუილი ვთქვათ, ყველაზე მეტად ვიტყუებით. უფრო სწორად, საკუთარ თავს ვიტყუებთ. დაუჯერო ქალს `იმ დროს, როცა მას ტყუილის თქმა არ შეუძლია”, იგივეა, რაც ძუნწის ხელგაშლილბა დაიჯერო.


ძლევამოსილება მაშინ ხდება აშკარა, როცა მას უსამართლოდ იყენებენ.


ხანდახან ხდება, რომ ზნეობრივი მსგავსება ფიზიკურ მსგავსებაში გადადის: გამოხედვაში, სიარულის მანერაში. ჩვენში ყოველთვის არსებობს მსგავსების მარცვალი, რომელიც სიყვარულით ღვივდება: ჟესტი, ხმის ინტონაცია ადრე თუ გვიან გასცემს ყველაზე ფრთხილ შეყვარებულებსაც კი.


თუ გულს მართლა აქვს გონებისთვის უცნობი მოტივები, მაშინ ჩვენი გონება გულზე ნაკლებად გონიერი ყოფილა. ვინ იცის, იქნებ თითოეული ჩვენგანი ნარცისია, რომელსაც უყვარს და თან სძულს თავისი ანარეკლი, და ყველა სხვის მიმართ გულგრილია. ეს მსგავსების ინსტიქტი გვმართავს ცხოვრებაში და დროდადრო ხმამაღლა გვახსენებს "იჩქარე! - ერთი რომელიმე პეიზაჟის, ქალის თუ ლექსის წინაშე. შესაძლებელია სხვების ცქერითაც დავტკბეთ, მაგრამ ამგვარ კოშკს ვერასოდეს მივიღებთ. მსგავსების ინსტიქტი ქცევის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც არაა ხელოვნური, თუმცა საზოგადოებაში ისე ჩანს, თითქოს მხოლოდ სულიერ სინატიფეს მოკლებული ადამიანები არ სცოდავენ ზნეობის წინაშე, ვინაიდან ისინი ერთმანეთის მსგავნი არიან. ამგვარად ზოგიერთი მამაკაცი ჯიუტად ამტკიცებს, რომ მხოლოდ "ქერა ქალები” მოსწონს და უარყოფს, რომ ხშირად ყველაზე ღრმა მსგავსებები ყველაზე მეტადაა შეუცნობელი.                                                                                                                                                                                
არაფერი არ გითრევს ისე, როგორც სიყვარული. უქმად ყოფნა ამ დროს არ ნიშნავს სიზარმაცეს. შეყვარებული ადამიანი ყოველთვის უმოქმედოდაა. სიყვარული გრძნობს, რომ მისი ერთადერთი მომცდენი მუშაობაა. სამუშაო მისი ერთგვარი მეტოქეა, ის კი მეტოქეებს ვერ ეგუება. მაგრამ სიყვარული მარგებელი უმოქმედობაა, როგორც შხაპუნა წვინა, რომელიც ანაყოფიერებს ნიადაგს.


ახალგაზრდობის წლები თუ უაზროდ გვეჩვენება, უმოქმედობის განუცდელობის გამოა მხოლოდ. ეჭვის ქვეშ ჩვენს აღზრდის სისტემებს ის აყენებს, რომ ისინი, ალბათ მათი სიმრავლის გამო, მხოლოდ საშუალო დონის ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. მოაზროვნე ადამიანისთვის უმოქმედობა არ არსებობს.


ინსტიქტი ჩვენი გიდია, გიდი, რომელსაც დაღუპვამდე მივყავართ.


არავითარი სამსახური სამსახურის წილ: უკეთესია გული გემორჩილებოდეს, ვიდრე თავად გახდე გრძნობების ტყვე.


როგორც ფუტკარი აგროვებს ყვავილებიდან საჭირო ნექტარს და სკას ამარაგებს, შეყვარებული მამაკაცი ამდიდრებს თავის სიყვარულს ყველა იმ სურვილით, ქუჩაში სარულისას რომ უჩნდება. მერე კი ამ ყველაფრით მისი საყვარელი სარგებლობს... მამაკაცს თავდავიწყებით სურს ვიღაც გოგონას დაუფლება და ეს მგზნებარება საყვარელ ქალზე გადააქვს, ეს გაუმაძღარი თავისი სიშმაგით საყვარელ ქალს დააჯერებს, რომ ასეთი სასურველი არასოდეს ყოფილა. ქალი მოტყუებული რჩება, მორალი კი - როგორც ყოველთვის შეურყვნელი. ამგვარი ჩანაფიქრითავაშვებულობის საწყისად იქცევა. არ შეიძლება ზოგიერთ მამაკაცს დაუფიქრებლად ბრალი დავდოთ, რომ შეუძლია საყვარელს უღალატოს მათი სიყვარულის ზენიტში და უდარდელობა თუ თავქარიანობა დავაბრალოთ. მათ სძაგთ ამგვარი ხრიკები და ფიქრშიაც არ უშვებენ, ბედნიერება და ხორციელი სიამოვნება ერთმანეთში აღრიონ.


პატიოსნებას ყველაზე ცხოველ გრძნობებთან შეთვისება ძალუძს.


პრინციპულად, ნებისმიერ დედას უნდა, მისმა შვილმა ოჯახი შექმნას, მაგრამ არასოდეს მოსწონთ შვილის მიერ შერჩეული ცოლი.


ბავშვი მუდამ ეძებს თავის გასამართლებელ მიზეზს. ამის მოფიქრება ხშირად უწევს მშობლების წინაშე, ამიტომ ხშირადაც იტყუება.


თუ მსჯავრდებული თავისი განაჩენის მოსმენისას არ ფითრდება, რა მამაციაო, _ აბობენ. სულაც არა, ეს უბრალოდ წარმოდგენის უნარის ნაკლებობაა, როცა მას განაჩენის სისრულეში მოსაყვანად აღვიძებენ, მხოლოდ მაშინ `ესმის” თავისი სასჯელი.


სიყვარული ეგოიზმის ყველაზე ხასტიკი ფორმაა.


საგანს, რომელიც მუდმივად თვალწინ გვაქვს, უკვე ძნელად შევიცნობთ, თუ ცოტათი ადგილს შეუცვლიან.


ძალიან ახალგაზრდა მამაკაცი ტკივილშეუვალი ცხოველია.


ყველაზე ახლოს მყოფი რაღაცეები ყველაზე ნალებად ჰგვანან ერთმანეთს. ადამიანს, რომელიც სიკვდილს გადაურჩა, ჰგონია, იცის, რა არის სიკვდილი. ერთ დღესაც კი, როცა პირდაპირ ჩახედავს მას თვალებში, ვეღარ სცნობს.


ნამდვილი წინათგრძნობა ისეთ სიღრმეებში იბადება, სადაც ჩვენი გონება ვერ აღწევს. ხანდახან კი მის გამო ისეთ ქმედებებს ჩავდივართ, რომლებსაც მერე სულ სხვაგვარად ვხსნით.


დაუდევარი ადამიანი, რომელიც მალე უნდა მოკვდეს, მაგრამ არ იცის ამის შესახებ, უცებ იწყებს თავის გარშემო ყველაფრის მოწესრიგებას. ცხოვრების წესს იცვლის, საბუთებს ალაგებს, დილით ადრე დგება, საღამოს კი ადრე მიდის დასაძინებლად. უარს ამბობს ყოველგვარ მანკიერებაზე. ყოველივე ამის მერე მისი უეცარი სიკვდილი უფრო უსამართლო გვეჩვენება.


აუტანელია, როცა საყვარელი ადამიანი იმ ხალხმრავალ ზეიმზე იმყოფება, სადაც ჩვენ არ ვართ.

**************************************************************************************

გრიგოლ რობაქიძე

"გველის პერანგი”

ისე უნდა უცქერდე საკუთარ წარსულს როგორც გველი უცქერს საკუთარ პერანგს: გახდილსა და დაგდებულს... როგორც ძველად იტყოდნენ... სიცოცხლის ატანა ამ გზით თუ შეიძლება...

"ფალესტრა”

სქესი ყვლაფერშია... სიტყვაშიც კი... სქესი წარმოშობაა და გაქრობა... მამა შობს შვილს და კვდება... შვილი მამად იქცევა: თავის მხრით შობს შვილს და კვდება... ამ შვილსაც იგივე ხვედრი მოელის _ და ასე: დაუსრულებელ... ამ დენაში რჩება გვარი, პიროვნება კი კვდება... პიროვანი მარცხდება და იმარჯვებს უპიროვნო... ასე ყველგან... მაგრამ არის ერთი გამონაკლისი: ეს ადამიანია, სიყვარულით ჭირვეული... სიყვარული პიროვანის გზნებაა... სიყვარულში ადამიანს აღარ უნდა სქესით გაგრძელება... მას უნდა სრულიქმნას საყვარელთან ერთად... ადამიანი ამას ვერ აღწევს... იტანჯება... იბრძვის... მას სძულს უპიროვნო სქესი, რომელიც მის პიროვან "მეს” ანადგურებს... შეუცნობელ წიაღში ეს `მე” პროტესტს უცხადებს ამ სქესს... მაგრამ სქესი საყვარელ არსშია მოქცეული, და ხშირად, როცა ადამიანის "მე” ცნობს, რომ მისი ბრძოლა იმთავითვე განწირულია, სქესისადმი სიძულვილს საყვარელზე გადაიტანს ხოლმე... აქაა დაფლული ძირები სიყვარულისა და სიძულვილის... სიყვარული დუელია, საცა ხშირად ორივე კვდება: ქალიც და ვაჟიც... დუელია, რადგან უკეთესია პიროვანი სიკვდილი ვიდრე უპიროვნო უკვდავება... ამისთვისაა, რომ უნათლეს სიყვარულს თანსდევს სევდა უკურნები.

"არ არის არც ერთი ადამიანი, რომ არ თვრებოდეს რაიმეთი... დიახ, თავდავიწყებისთვის... არის რაღაც მწარე და აუტანელი თვითონ ყოფაში. მწარე და აუტანელი ყოფის ძირშივე, ადამიანს რაღაც სტანჯავს, რაღაც აწვალებს... და ეს არის ადამიანის "მე”. ეს აღმოსავლეთმა კარგად იცოდა. "მე”: ყველაზე უმწარესი და უტკბესი... მართლაც: "მე” უნდა გაირღვეს, მაგრამ უნდა გაითქვიფოს?! სრულიად, სავსებით?! "მე” ტკბილია და ასე ადვილად ვერ დასთმობს თავის-თავს... კაცს ხშირად სურს, სხვა იყოს, სხვად იქცეს, მაგრამ ამავე დროს ისიც უნდა, ის "სხვა” იგი იყოს "თვითონ”...”
 

**************************************************************************************

"მარკო პოლომ იცოდა, რომ ადამიანთა წარმოდგენებში არსებული სამყარო ისეთივე რეალურია, როგორც სამყარო, რომელსაც ადამიანები რეალურს უწოდებენ".

ხორხე ლუის ბორხესი

**************************************************************************************

გურამ დოჩანაშვილი

"სამოსელი პირველი"

ის ნიადაგი, სადაც მცენარე-მტაცებელი იზრდება, ცუდია. მცენარის ბრალი კი არაა, მწერებს რომ ხოცავს და ისე იკვებება, ნიადაგის ბრალია.

ლამაზ-ქალაქში ჭრელი ხალხი ცხოვრობს, მაგრამ მაინც ერთმანეთს ჰგვანან.

ვისაც არ უნდა შეედარო, შენ მაინც იგივე იქნები, რაცა ხარ, ზუსტად იგივე.

სიკვდილი რომ არ იყოს... მთელი ის ჩვენი უსასრულო სიცოცხლე აღარაფერი არ იქნებოდა, ახლა კი ახლა, სიკვდილი რომ არის, სიცოცხლე - სიცოცხლეა...

დილიდან საღამომდე დგომასა და მუშაობას შეჩვეული, ახლა უხერხულად იჯდა და
იღლებოდა.

ჩვენ ყველასა გვაქვს ჩვენი ქალაქი, ოღონდ ხანდახან არც ვიცით ხოლმე.

როცა ორი კაცი ჩხუბობს, ორივე დამნაშავეაო.

ხდება ხანდახან ისეთი ნამდვილი ამბებიც, რომლებიც ტყუილია...

 

სარჩევი


სასარგებლო ბმულები

ამონარიდები

ამონარიდები (რუს)

ამონარიდები (ინგლ)

”არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა...”